ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის N32 გორის საარჩევნო ოლქის ყველა უბნის შედეგები დათვლილია.
28 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. წინასწარი შედეგებით, სალომე ზურაბიშვილს 38.66% აქვს, გრიგოლ ვაშაძემ კი 37.7%. შედეგების მიხედვით, მეორე ტური გაიმართება და ის ზურაბიშვილსა და ვაშაძეს შორის შედგება.