ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, N12 გურჯაანის საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილმა ხმების 39.78% (11 169 ხმა) მიიღო; გრიგოლ ვაშაძემ - 34.6% (9714 ხმა).
N13 სიღნაღის საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილს 39.95% (5700 ხმა) აქვს, გრიგოლ ვაშაძეს - 37.49% (5349 ხმა);
N14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილს 52.89% (5686 ხმა) აქვს, გრიგოლ ვაშაძეს - 26.39% (2833 ხმა);
N11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილს 40.27% (7174 ხმა) აქვს, გრიგოლ ვაშაძეს - 36.66% (6530 ხმა).
რაც შეეხებათ იმ ოლქებს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო, N18 ახმეტის საარჩევნო ოლქში, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ამომრჩეველთა ხმების 33.25% (4497 ხმა) აქვს, გრიგოლ ვაშაძეს - 45.99% (6220 ხმა).
N17 თელავის საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილმა 32.79% (9383 ხმა) მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ - 50.12% (14 341 ხმა);
N16 ყვარლის საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილს ხმების 40.47% (6503 ხმა) აქვს; გრიგოლ ვაშაძეს - 44.03% (7078 ხმა);
N15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილს 33.59% (5756 ხმა) აქვს, გრიგოლ ვაშაძეს - 45.04% (7718 ხმა).
28 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სულ 3705 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, 3703 უბნის შედეგები კი, რაც ამ დროისთვის არის დათვლილი, საერთო ხმების 99.95%-ს შეადგენს. წინასწარი შედეგებით, სალომე ზურაბიშვილს 38.63% აქვს, გრიგოლ ვაშაძემ კი 37.74%. შედეგების მიხედვით, მეორე ტური გაიმართება და ის ზურაბიშვილსა და ვაშაძეს შორის შედგება.