weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კახეთში ხელისუფლება უმწარესად დამარცხდა – გრიგოლ ვაშაძე

18:05 ოთხშაბათი, 31 ოქტომბერი 2018

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თელავში პარტიულ აქტივისტებს შეხვდა და არჩევნების პირველ ტურში მიღწეული შედეგისთვის მადლობა გადაუხადა.

„ამ ხალხმა აბსოლუტური სასწაული მოახდინა. კახეთში ხელისუფლება დამარცხდა უმწარესად და გარანტიას გაძლევთ, კიდევ უფრო მწარედ დამარცხდება მეორე ტურში. მთავარი ის არის, რომ მთელი აქტივი მთხოვდა, რომ ჩვენ გველაპარაკა იმაზე, რა გეგმები გვაქვს მომავლისთვის და როგორ უნდა გარდაიქმნეს საქართველოს პოლიტიკური სისტემა იმისათვის, რომ იყოს დემოკრატიული“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ იწყება მთავარი სამუშაო – მუხლჩაუხრელი შრომა ქვეყნის განვითარებისა და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის.

28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტური გაიმართა, სადაც ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა ხმების 38.64% აქვს, გრიგოლ ვაშაძეს კი 37.73%.

პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძემ ახმეტის, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქები მოიგო, ხოლო გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს ოლქებში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

არჩევნების საბოლოო შედეგი 20 დღის ვადაში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც, მეორე ტური 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]