weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არჩევნების მეორე ტურისთვის „ქართული ოცნება“ ორ საარჩევნო შტაბს ქმნის

21:19 ხუთშაბათი, 01 ნოემბერი 2018

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის „ქართული ოცნება“ ორ საარჩევნო შტაბს ქმნის. ცენტრალურ შტაბს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, თბილისის შტაბს კი პარტიის გენერალური მდივანი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჩაუდგება სათავეში.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბები მუშაობას ორშაბათიდან დაიწყებენ. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილს თავისი საარჩევნო შტაბიც აქვს, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი კახა სამხარაძე ხელმძღვანელობს

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა ხმების 38.64% (615 433 ხმა) აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს კი 37.73% (600 970 ხმა).

არჩევნების მეორე ტური პირველი ტურის შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, ვინც მეტ ხმას მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]