მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა გადაწყვიტა, კახა სამხარაძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის უფროსად მისი დანიშვნის საკითხზე გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობდა. სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო შტაბი ოფიციალურად 17 სექტემბერს გახსნა.
კახა სამხარაძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად 2018 წლის მარტში დაინიშნა, ივნისში კი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით თანამდებობიდან გათავისუფლდა. 2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის მარტის ბოლომდე კახა სამხარაძე შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა. 2015-2016 წლებში ის შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული კურატორი იყო. 2014-2015 წლებში კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.