weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს მთავრობა პარლამენტიდან გაიწვევს

13:57 პარასკევი, 02 ნოემბერი 2018

საქართველოს მთავრობა პარლამენტიდან გაიწვევს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად კანაფის კულტივაცია ნებადართული ხდება. მთავრობის ამ გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კათოლიკის-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდნენ.

„ეს იყო პატრიარქთან შეხვედრის ძირითადი თემა. რა თქმა უნდა, ეს იყო საპატრიარქოს და პატრიარქის პოზიციაც და ჩვენ დავთანხმდით, რომ ამ კანონპროექტს მთავრობა უახლოეს პერიოდში გამოიწვევს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს საკითხი დახურულია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრმა კანონპროექტის გაწვევის მიზეზები განმარტა: „არსებობს პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც ამ საკანონმდებლო ინციატივას დაედო. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ძალზედ დიდი ფაქტორია, რომ ამ კანონის ირგვლივ მოხდეს კონსენსუსი.

კონსენსუსის მიღწევა ამ პოლიტიკური კონტექსტიდან, მათ შორის, არჩევნებიდან გამოდინარე, ამ ეტაპზე შეუძლებელია და იმ საზოგადოებრივი რეაქციიდან გამომდინარე იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს კანონპროექტი გამოვიტანოთ.

მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება. 23 სექტემბერს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრს სთხოვეს, კანონპროექტი პარლამენტიდან გაეწვიათ და არ მიეღოთ. კანონპროექტის განხილვა შეჩერდა, თუმცა მასზე უარი არ უთქვამთ. კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ იქნა მიღებული. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]