weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მერიის მაღალჩინოსანი ვაშაძის მხარდამჭერ „რესპუბლიკელ“ ქმარს დაუპირისპირდა

23:13 პარასკევი, 02 ნოემბერი 2018

ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი თამარ დუმბაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და ემიჯნება ქმრის, რესპუბლიკური პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ვლადიმერ ვადაჭკორიას გადაწყვეტილებას არჩევნებთან დაკავშირებით. „რესპუბლიკელები“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერენ.

თამარ დუმბაძემ სოციალურ ქსელში საჯარო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ მას და მის მეუღლეს რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ.

„მე მკვეთრად ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და პოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით“, – წერს თამარ დუმბაძე.

მისივე თქმით, ის წლებია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და პარტიის დასაცავად „ნებისმიერ წინააღმდეგობას უმკლავდება“.

„მე არ ვგავარ ადამიანებს, რომლებიც დროს უწყობენ ფეხს და იცვლიან პოზიციებს. [...] ამ პოსტით მინდა ვთქვა, რომ წერტილს ვუსმევ ვლადიმერ ვადაჭკორიას, როგორს სუბიექტის და ჩემს ერთად მოაზრებაში, რადგან ჩვენ რადიკალური პოზიციები გვაქვს.

მე ვგმობ მის განცხადებას და მეტიც, დღეიდან ჩემი მოწინააღმდეგეა. თუმცა, მინდა ყველამ გაიგოს, რომ ეს პირად ცხოვრებასთან არ არის დაკავშირებული“, – წერს დუმბაძე.

ცოლის განცხადებასთან დაკავშირებით ვლადიმერ ვადაჭკორიამ კომენტარი „გურია ნიუსთან“ გააკეთა. ის ამბობს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისი ხედვა ჰქონდეს და ამ კუთხით ცოლისთვის ხელი არასდროს შეუშლია. ვადაჭკორია აღნიშნავს, რომ 15 წელზე მეტია რესპუბლიკური პარტიის წევრია, მისი ცოლი კი პოლიტიკაში 2012 წლიდან ჩაერთო.

რესპუბლიკური პარტია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უჭერს. როგორც ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, გრიგოლ ვაშაძეს აქვს მოსაზრებები, რომელსაც „რესპუბლიკელები“ ეთანხმებიან და მას, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს, არსებული რესურსებით მხარს დაუჭერენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]