weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საჯარო მოხელეები უნდა აანალიზებდნენ ვინ იმსახურებს მხარდაჭერას – გორის მაჟორიტარი

13:17 შაბათი, 03 ნოემბერი 2018

„ქართული ოცნებიდან“ გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის განცხადებით, საჯარო მოხელეებს არ უნდა სჭირდებოდეთ შეხსენება, ვის მისცენ ხმა არჩევნებში.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ გორის მაჟორიტარმა სათემო რადიო „მოზაიკასთან“ ისაუბრა. იოსებ მაკრახიძეს იმედი აქვს, რომ მისი ოჯახის კუთვნილ კომპანია „ობოლიაში“ დასაქმებულები ხმას სალომე ზურაბიშვილს მისცემენ.

„ჩემ კომპანიაში, სადაც ვმუშაობდი, 600 კაცი მუშაობს. აქედან თითოს ოჯახში ხომ მაინც არის მინიმუმ ორი ამომრჩეველი. დაახლოებით ორი ათასმა კაცმა შეიძლება რომ მე მხარი არ დამიჭიროს? იმედი მაქვს, რომ მხარს დამიჭერენ და თუ ასე არ იქნება, ეს მათი პრობლემაა. ასეა საჯარო სამსახურებშიც. ადმინისტრაციამ ცუდად იმუშავა. იქ სკოლის დირექტორია, საბავშვო ბაღის გამგეა, იქ სპორტული ა(ა)იპ-ებია, სხვადასხვა მუნიციპალური ორგანიზაციებია.

რატომ უნდა სჭირდებოდეთ მათ შეხსენება, ვის უნდა მისცენ ხმა? შეგნება უნდა ჰქონდეთ და აანალიზებდნენ ვის სამსახურში მუშაობენ და ვინ იმსახურებს მათ მხარდაჭერას“, – აცხადებს მაკრახიძე.

გორის მაჟორიტარის თქმით, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გუშინ შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. მაკრახიძის ინფორმაციით, შეხვედრაზე 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგები და მეორე ტურის სამოქმედო გეგმა განიხილეს.

იოსებ მაკრახიძემ, 9 ოქტომბერს,„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი გადაურიცხა, თუმცა ერთი თვით ადრე აცხადებდა, რომ საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას ვერ შეძლებდა, რადგან ამის საშუალება არ ჰქონდა.

გორის N32 საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო. მან ამომრჩეველთა ხმების 34.61% (17 099 ხმა) მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ - 42.5% (20 994 ხმა). არჩევნების საბოლოო შედეგი 20 დღის ვადაში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც, არჩევნების მეორე ტური 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს. მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ მონაწილეობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]