weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შეძენა, შენახვა და მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ამნისტიას გამოვაცხადებთ – ვაშაძე

16:38 კვირა, 04 ნოემბერი 2018

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევისთანავე გამოაცხადებს ამნისტიას მათთვის, ვინც სასჯელს ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარების გამო იხდის.

„რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო უამრავი ახალგაზრდა, მათ შორის, ხელოვანები, ნიჭიერი ადამიანები, დღემდე იხდიან სასჯელს მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის. ჩვენი პარტნიორების - რესპუბლიკური პარტიის ინიციატივით, რომელსაც ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ, პირველსავე დღეს, როგორც კი გავიმარჯვებთ გამოვაცხადებთ ამნისტიას შეძენა, შენახვა და მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის, ვინც ჯერ კიდევ ციხეშია“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, გაგრძელდება ხელმოწერების შეგროვება კონსტიტუციაში შესწორების შეტანის მიზნით, რომ „საქართველო არასოდეს გახდეს ნარკოპლანტაცია“.

„კონსტიტუციაში შევიტანთ შესწორებას და ჩვენ ვაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას, რომ საქართველო არასოდეს გახდეს ნარკოპლანტაცია და საქართველოს ხელისუფლება არასოდეს გახდეს ნარკობარიგა; არასოდეს საქართველოს ახალგაზრდობამ თავისი უბედურებით ვიღაც არ გაამდიდროს“, – განაცხადა ვაშაძემ.

2 ნოემბერს, რესპუბლიკურმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა. პარტიის ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციასთან ყველა ის საკითხი განიხილეს, რომელიც საერთო ინტერესის საგანია, მათ შორის იყო პრეზიდენტის მიერ ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]