weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პენსიონერთა ნაწილმა არ იცოდა, რომ პენსია 20 ლარით იზრდება – გუგული მაღრაძე

15:27 ორშაბათი, 05 ნოემბერი 2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გუგული მაღრაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის „ქართული ოცნების“ წევრები გამოიყენებენ ყველა ხერხს იმისთვის, რომ ამომრჩეველს უკეთესად გააგებინონ, რა გააკეთეს და რის გაკეთებას გეგმავენ. მაღრაძის თქმით, აქამდე საარჩევნო კამპანიას ბევრი რამ დააკლეს.

„ამას უნდა მთელი ფსიქოლოგია, მთელი სოციოლოგია საარჩევნო კამპანიის შესახებ და უფრო აქტიურად გამოვიყენებთ ყველა აუცილებელ ხერხს. არსებობს კლასიკა, როგორ უნდა ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია. ჩვენ ბევრი რამ დავაკელით ამ საარჩევნო კამპანიას, ახლა გამოვიყენებთ ყველა იმ ხერხს და მეთოდებს, რასაც ოფიციალურად მთელ მსოფლიოში იყენებენ. ეს არის შეხვედრები, ეს არის ფლაერები, ეს არის მესიჯბოქსები, ეს არის ტელევიზიაში როლიკები იმისთვის, რომ გააგებინო ადამიანებს. ეს არ იყო ისე ინტენსიურად, როგორც არის საჭირო. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ პენსიონერთა ნაწილმა არც იცოდა, რომ იანვრიდან ემატება 20 ლარი და გაუხდებათ 200 ლარი პენსია? ამიტომ, მსგავს რაღაცეებს, რაც ჩვენ გავაკეთეთ, გავაგებინებთ და ასევე ძალიან ნათლად ავუხსნით, რატომ და რისთვის უნდა დაგვიჭიროს მხარი - ეს არის კლასიკა საარჩევნო კამპანიის“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა ხმების 38.64% (615 433 ხმა) აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს კი 37.73% (600 970 ხმა).

 

ამ თემაზე:

მაღალმთიან დასახლებებში პენსია 24 ლარით გაიზრდება, ბარში 20 ლარით

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]