weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

არჩევნების მეორე ტურის წინ ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანიდან აჭარაში დაბრუნდა

18:58 ორშაბათი, 05 ნოემბერი 2018
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და აზერბაიჯანში საქართველოს მოქმედი ელჩი ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანიდან აჭარაში დაბრუნდა. პატარაძე მოქალაქეებთან შეხვედრებს მართავს.

აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუში ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ შვებულბაშია და აჭარაში საკუთარი ინიციატივით, „ქართული ოცნების“ დასახმარებლად იმყოფება.

„ჩემი გადაწყვეტილებით ჩამოვედი, ეს არის გუნდური თამაში, ეს არის გუნდის ერთიანი ხედვა და მე ვიქნები იქ, სადაც გუნდს დასჭირდება. ყველგან მიმესვლება, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში და ნებისმიერ ოჯახში. თუმცა, როცა საუბარია მშობლიურ ქობულეთზე, რა თქმა უნდა, იქ აუცილებლად მექნება შეხვედრები. ვის რანგში? აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის, ამ კუთხის მკვიდრისა და ამ გუნდის წევრის რანგში.

წინ არის არჩევნების მეორე ტური. ნამდვილად მოგატყუებთ თუ გეტყვით, რომ ჩემთვის სულერთია. მნიშვნელოვანია, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვოს. მე ვრჩები ამ გუნდის წევრად და უნდა მქონდეს მეტი კომუნიკაცია ხალხთან“, - განაცხადა პატარაძემ.

ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობობა 4 ივლისს დატოვა, რის შემდეგაც აზერბაიჯანში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმსა და ქობულეთში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატთან, გრიგოლ ვაშაძესთან წააგო. ვაშაძეზე მეტი ხმები ზურაბიშვილმა ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში მოაგროვა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი ჯერ უცნობია. კანონმდებლობის თანახმად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველი ტურის არჩევნების საბოლოო შედეგი 20 დღის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს, რის შემდეგაც, მეორე ტური 2 კვირის ვადაში ჩატარდება. მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ მონაწილეობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]