weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არჩევნების მიუხედავად გამოძიება ვალდებულია მოახდინოს რეაგირება – ბესელია ფარცხალაძეზე

13:21 სამშაბათი, 06 ნოემბერი 2018

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენა არჩევნებს არ უკავშირდება.

„ველოდებით, როდის გაასაჯაროვებს პროკურატურა ინფორმაციას, რომ ვნახოთ, კონკრეტულად რა ბრალდებაზეა საუბარი. სხვა დეტალები ჯერჯერობით ჩემთვის ცნობილი არ არის. თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია რეაგირების ფაქტი და კიდევ ერთხელ ვამბობ, მუდმივად ხდება ხოლმე საარჩევნო კალენდართან დაკავშირება, მაგრამ საარჩევნო კალენდრის მიუხედავად გამოძიებას აქვს ვალდებულება, მოახდინოს რეაგირება მაშინ და იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც საფუძველს აძლევს მიიღოს საპროცესო გადაწყვეტილება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გუშინ, გვიან საღამოს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარუდგინა, თუმცა ამ საკითხზე საგამოძიებო უწყებაში კომენტარი არ გააკეთეს და უცნობი იყო, რა საქმეზე მოხდა ბრალის წარდგენა.

დღეს, ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, რომ ფარცხალაძეს ბრალი ყოფილ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე თავდახმის საქმეზე წარედგინა. მას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს - ცემას ედავებიან.

ადვოკატის თქმით, თბილსის საქალაქო სასამართლომ ოთარ ფარცხალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უკვე იმსჯელა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებული 5 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ლაშა თორდიას ღამის კლუბ „ელ ცენტროში“ თავს 2017 წლის 13 მაისს დაესხნენ. მომხდარ ფაქტს თორდია თავის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ნიშნით დაესხა თავს ოთარ ფარცხალაძე.

ფატზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მულით დაიწყო, თუმცა პასუხისგებაში დღემდე არავინ იყო მიცემული.

ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენას არჩევნებს უკავშირებს თავად ლაშა თორდიაც. როგორც დღეს გახდა ცნობილი, პროკურატურამ თორდიას დაზარალებულის სტატუსიც მიანიჭა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]