weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ამ ქვეყანაში ხელშეუხებელი არავინაა – კალაძე ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენაზე

13:53 სამშაბათი, 06 ნოემბერი 2018

თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, კანონის წინაშე აგებს პასუხს.

„ოთარ ფარცხალაძეს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით პროკურატურა გააკეთებს განცხადებას. ერთი, რაც მინდა გითხრათ, რომ ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინ არ არის. თუ ვინმეს აქვს რაიმე დანაშაული კანონის წინაშე, ყველას მოეთხოვება პასუხი და ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გუშინ, გვიან საღამოს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარუდგინა, თუმცა ამ საკითხზე საგამოძიებო უწყებაში კომენტარი არ გააკეთეს და უცნობი იყო, რა საქმეზე მოხდა ბრალის წარდგენა.

დღეს, ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, რომ ფარცხალაძეს ბრალი ყოფილ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე თავდახმის საქმეზე წარედგინა. მას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს - ცემას ედავებიან.

ადვოკატის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთარ ფარცხალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უკვე იმსჯელა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებული 5 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ლაშა თორდიას ღამის კლუბ „ელ ცენტროში“ თავს 2017 წლის 13 მაისს დაესხნენ. მომხდარ ფაქტს თორდია თავის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ნიშნით დაესხა თავს ოთარ ფარცხალაძე. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მულით დაიწყო, თუმცა პასუხისგებაში არავინ მიუციათ.

ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენას არჩევნებს უკავშირებს თავად ლაშა თორდიაც. როგორც დღეს გახდა ცნობილი, პროკურატურამ თორდიას დაზარალებულის სტატუსიც მიანიჭა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]