weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არჩევნების შედეგებით ხალხმა სააკაშვილს 7 ნოემბერი აპატია – ლევან ბეძენიშვილი

18:59 ოთხშაბათი, 07 ნოემბერი 2018

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ხალხმა მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები აპატია. ბერძენიშვილის თქმით, ცდებოდა, როდესაც ამბობდა, რომ ხალხი საქართველოს მესამე პრეზიდენტს ამ დანაშაულს არ აპატიებდა.

„არჩევნების შედეგებით, 600 000 ხმით ქართველმა ხალხმა 11 წლის შემდეგ თქვა, რომ ვაპატიე იმ მოტივით, რომ არ მინდა განმეორდეს, რადგან დღეს თუ ბიძინა ივანიშვილის ხელში აღმოჩნდება ყველა თანამდებობა და ყველაფერი, ახალი 7 ნოემბერი იქნება. შეიძლება უფრო სასტიკიც“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

ბერძენიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“, რომელიც ექვსი წელია ხელისუფლებაშია, ვერაფერი გააკეთა გარდა იმისა, რომ წინა ხელისუფლების 9 წელზე ლაპარაკობს.

„ხალხი ეუბნება მშია, ის ეუბნება - 9 წელი; ხალხი ეუბნება უფლებებს მირღვევ, ის ეუბნება - 9 წელი; კაცი ეუბნება შვილი მომიკლეს, მკვლელი მიპოვეთ, ის ეუბნება - ეს არ შეადარო გირგვლიანის საქმეს.

რატომ არ უნდა შევადარო გირგვლიანის საქმეს? იქაც და აქაც ხელისუფლება იყო ჩარეული. მეტსაც გეტყვით, მაშინ მაღალი დონის ხელისუფლება იყო ჩარეული, იმას ვერ მოვერიეთ და ახლა სუბელიანის დონის ხელისუფლება ჩანს და იმას ვერ ვერევით“, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა.

რესპუბლიკური პარტია არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]