weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩუგოშვილი მერიას და შსს-ს მოუწოდებს, კანონის მოთხოვნა გაითვალისწინონ

23:03 შაბათი, 10 ნოემბერი 2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის კარვის გაშლის უფლების შეზღუდვას ეხმაურება. ჩუგოშვილი თბილისის მერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს კანონის მოთხოვნა გაითვალისწინონ.

„არ არსებობს ნორმა, რომელიც კრძალავს კარვის გაშლას, თუ ეს არ ქმნის ხელოვნურ დაბრკოლებას ტრანსპორტისთვის ან ორგანიზაციის ფუნქციონირებას არ უქმნის რეალურ საფრთხეს. მერიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ, გაითვალისწინონ კანონის ეს მოთხოვნა“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

სარალიძე და მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობასთან, მათი შვილების საქმეების ობიექტური გამოძიებისა და სახელმწიფოს მიერ დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით, მშვიდობიან აქციას 10 სექტემბრიდან მართავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ კარვების გაშლის უფლებას არ აძლევს.

თბილისის მერიამ საახალწლო ნაძვის ხის დადგმის საბაბით, გუშინ შვილმკვდარ მამებს აქციის ადგილის შეცვლა სთხოვა, რაზეც მაჩალიკაშვილმა და სარალიძემ განაცხადეს, რომ მათი პროტესტი საახალწლო ღონისძიებებს ხელს არ შეუშლის და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას მანამდე არ დატოვებენ, ვიდრე ყველა კითხვაზე პასუხს არ მიიღებენ.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად აქცია „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას“ გამართეს. პოლიციამ აქციის მონაწილეებისთვის ჯერ კიდევ გაუშლელი კარვების წართმევა სცადა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდნენ ზაზა სარალიძე და მისი დედა. ორივე მათგანი საავადმყოფოშია მოთავსებული. 

სამართალდამცავების წინააღმდეგობის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კარვების გაშლა მოახერხეს. ისინი ღამეს პარლამენტის შენობასთან გაათევენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]