weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დღეს ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს – ზურაბიშვილი Edison Reaserch-ის კვლევაზე

16:51 ოთხშაბათი, 14 ნოემბერი 2018

ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით და კომპანია Edison Reaserch-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები შეაფასა.

„მე არაფერს არ ველოდები ამ კვლევებისგან. საერთოდ კომენტარები უნდა სთხოვოთ იმათ, ვინც აძლევენ დაკვეთას ასეთ კვლევებზე. გინდაც 30%-იც იყოს სხვაობა არანაირი მნიშვნელობა დღეს ამას არ აქვს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

„რუსთავი 2“-მა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევა დღეს გამოაქვეყნა. ტელეკომპანიის ცნობით, ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ამომრჩეველს დაუსვეს, იყო: „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?“. ე.წ. ალოკაციის მეთოდით ჩატარებულ კვლევაში, რომელიც არჩევნების მოსალოდნელ შედეგეს აჩვენებს, გამოკითხულთა 56% ამბობს, რომ ხმას გრიგოლ ვაშაძეს მისცემდა, ხოლო 44% – „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს. ალოკაციის გარეშე მიღებული შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 38% გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს, 34% – სალომე ზურაბიშვილს. 18%-მა განაცხადა, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის/არ პასუხობს, 10%-მა კი თქვა, რომ ხმას არცერთ კანდიდატს არ მისცემდა.

Edison Research-მა კვლევა პირველი ნოემბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით ჩაატარა. გამოკითხული იქნა 18+ წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შერჩეული 2000 რესპონდენტი. 95%-იანი სანდოობის დონისათვის კვლევის შესაძლო ცდომილებაა +/–3%.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ 28 ნოემბერს ჩატარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]