weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

28 ნოემბერს განსხვავებული რეალობა აღმოჩნდება – კახა კალაძე არჩევნების II ტურზე

15:17 ოთხშაბათი, 14 ნოემბერი 2018

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ 28 ნოემბერს, ოთხშაბათს დაინიშნება. თბილისის მერი და პარტია ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე „რუსთავი 2“-ის დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და თქვა, რომ 28 ნოემბერს განსხვავებული რეალობა იქნება. 

„ეს არის ჩვეულებრივი სიცრუე, საზოგადოების აზრზე მანიპულირება. ჩვენ თუ გადავხედავთ, წლების განმავლობაში როგორ ცხადდებოდა კვლევები, რა შედეგებს გვეუბნებოდნენ და აწვდიდნენ მოსახლეობას და რა შედეგებს ვიღებდით არჩევნების შემდეგ... იყო კვლევა გამოქვეყნებული თქვენს [„რუსთავი 2“] მიერ, ამ კომპანიის მიერ, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთოდ მესამე ადგილზე იყო, თუმცა რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა, 28 ნოემბერს განსხვავებული რეალობა აღმოჩნდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცესკოს სხდომა, სადაც არჩევნების მეორე ტურის თარიღი უნდა განესაზღვრათ, დღეს, 13:00 საათზე იყო დანიშნული, თუმცა 19:00 საათისთვის გადაიდო.

 

ამ თემაზე:

არასამთავრობოები ცესკოს მოუწოდებენ არჩევნების II ტური სამუშაო დღეს არ დანიშნოს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]