weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„არა დიქტატურას, აირჩიე თავისუფლება“ – საარჩევნო ბანერზე კობახიძეც გამოჩნდა

13:10 ხუთშაბათი, 15 ნოემბერი 2018
ფოტო: აჭარის ტელევიზია ფოტო: აჭარის ტელევიზია

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერზე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ფოტოც გამოჩნდა. ბათუმში გაკრულ ბანერზე ახალი სლოგანია დატანილი – „არა დიქტატურას, აირჩიე თავისუფლება“.

თბილისში არსებულ საარჩევნო ბანერებზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია გამოსახული. ივანიშვილის ფოტოთი და სლოგანით „პრინციპული არჩევანი“ გაფორმებული ბანერებით პირველ ტურამდე არსებული ბანერები შეცვალეს.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ფოტოს გამოსახვაში განსაკუთრებული არაფერია, რადგან „ქართული ოცნების“ მთელი პოლიტიკური გუნდი სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს.

„შესაბამისად, ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანი, მათ შორის პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო სლოგანი პირველ ტურამდე „ერთად საქართველოსთვის“ იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]