weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ხვალ პრემიერი გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ჭარბვალიანობის დაძლევაზე – კალაძე

18:36 კვირა, 18 ნოემბერი 2018

„საქართველოს მთავრობა ხვალ აცხადებს მასშტაბურ და პრინციპულ გადაწყვეტილებას, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჭარბვალიანობის დაძლევის და ე.წ. შავი სიის პრობლემის მოგვარების გზაზე“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის დღევანდელი ბრიფინგი, სადაც „შავ სიაში“ მყოფი პირებისთვის ვალის ჩამოწერა მოითხოვა, სწორედ ამ გადაწყვეტილებას უკავშირდება.

„როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი შოკში ჩააგდო ინფორმაციამ მთავრობის გადაწყვეტილების თაობაზე. ამ შოკის გამოხატულება იყო ის კლოუნადა, რომელიც რამდენიმე საათის წინ პირდაპირ ეთერში მოაწყო გრიგოლ ვაშაძემ. „ქართული ოცნება“ ასრულებს დაპირებას, რომელზეც პარტიის თავმჯდომარე პოლიტიკაში დაბრუნებისას საუბრობდა და რომლის განხორციელება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს დაიწყო.

მინდა მივმართო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს: დამშვიდდით, ნუ კანკალებთ, შეწყვიტეთ პანიკა და შეეგუეთ, რომ ხელისუფლება თქვენგან მემკვიდრეობით მიღებულ პრობლემებს აგვარებს.

დაელოდეთ, ხვალ პრემიერი გამოაცხადებს ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტიელებას ჭარბვალიანობის დაძლევის გზაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

გრიგოლ ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა შეისწავლა. მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ეკონომიკას უნდა ამოძრავებდნენ, მოვალეთა სიაში არიან.

„ყოველი მეორე ქართველი არის დაკაბალებული ვალებით, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ, ან  იმ სამი ბანკის მიერ, რომლებიც მევახშეებად არიან  გადაქცეული და მშვენივრად გრძნობენ თავს ივანიშვილის შექმნილ გასაოცარ ეკონომიკაში“, – განაცხადა ვაშაძემ.

მან მთავრობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოვალეთა ე.წ. შავი სიებიდან მოქალაქეების ამოღება და მათი ვალების სახელმწიფოსთვის გადაბარება.

 

ამ თემაზე:

მიუღებელია, რომ თითქმის 650 ათასი ადამიანი ბანკების ე.წ. შავ სიაშია - პრემიერი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]