weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქედაში „ევროპული საქართველო“ ხუთმა წევრმა დატოვა

15:24 სამშაბათი, 27 ნოემბერი 2018

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, „ევროპული საქართველოს“ ქედის ორგანიზაცია ხუთმა წევრმა დატოვა. როგორც ისინი ამბობენ, პარტიის დატოვების მიზეზი „ევროპული საქართველოს“ მიერ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა გახდა.

„თვითონ დავით ბაქრაძემ გადაწყვიტა, რომ თავისი ამომრჩევლების ხმები გადაენაწილებინა, ეჩუქებინა „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ეს ჩვენთვის, ჩვენი აქტივისტებისთვის, შტაბის კოორდინატორებისთვის ყოვლად მიუღებელია. იძულებული გავხდით, რომ დავით ბაქრაძის პარტია დემონსტრაციულად დავტოვოთ“, –  განაცხადა აჭარის ტელევიზიასთან სანიბეგ საფარიძემ.

აჭარის ტელევიზიის ცნობით, „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრები მხარდაჭერას სალომე ზურაბიშვილს უცხადებენ და არ გამორიცხავენ, რომ მომავალში „ქართულ ოცნებაში“ გააგრძელონ მუშაობა

რამდენიმე დღის წინ „ევროპული საქართველო“ ბათუმის, ქობულეთის ხულოსა და შუახევის ორგანიზაციების ხელმძღვანელებმაც დატოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]