N17 თელავის საარჩევნო ოლქში, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 48.81% (15 686 ხმა) აიღო, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 51.19% (16 644 ხმა).
N18 ახმეტის საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილს 52.84% (8579 ხმა) აქვს, გრიგოლ ვაშაძეს – 47.16% (7657 ხმა).
N16 ყვარლის საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილს 52.76% (9333 ხმა) აქვს, გრიგოლ ვაშაძეს – 47.24% (8357 ხმა).
N15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილს 51.72% (10 497 ხმა) აქვს, გრიგოლ ვაშაძეს – 48.28% (9799 ხმა).
N14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილს 67.91% (8360 ხმა) აქვს, გრიგოლ ვაშაძეს – 32.09% (3951 ხმა).
N13 სიღნაღის საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილს 61.48% (10 921 ხმა) აქვს, გრიგოლ ვაშაძეს – 38.52% (6843 ხმა).
N12 გურჯაანის საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილს 61.95% (19 919 ხმა) აქვს, გრიგოლ ვაშაძეს – 38.05% (12 235 ხმა).
N11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილს 62.49% (13 979 ხმა) აქვს, გრიგოლ ვაშაძეს – 37.51% (8392 ხმა).
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს ჩატარდა, სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები გურჯაანში, სიღნაღში, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოში მოიგო, ხოლო თელავში, ყვარელში, ახმეტასა და ლაგოდეხში გრიგოლ ვაშაძესთან დამარცხდა.