weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლაგოდეხში ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ე.წ სასტარტო იარაღიდან ისროლეს – შსს

11:24 ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლაგოდეხში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სროლის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, პოლიციის განყოფილებაში 21 წლის ი.გ. გადაიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ი.გ.-მ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ე.წ სასტარტო იარაღიდან ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელა. პოლიციამ იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე პატიმრობით ისჯება.

შემთხვევა ლაგოდეხში წუხელ მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების კოლონიდან, მათი ოფისის მიმართულებით სამჯერ ისროლეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]