weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ერთპიროვნული გადაწყვეტილებები დამთავრდა – ვაშაძე სააკაშვილის მოწოდებაზე

12:47 ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებას ამ ეტაპზე არ იზიარებენ.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით. ეს არის მისი პერსონალური მოსაზრება, რასაც ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიზიარებთ. განსხვავებული მოსაზრება გვაქვს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, „ძალა ერთობაშია“ მომავალ სამოქმედო გეგმაზე დღეს, 18:00 საათზე ფილარმონიაში დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებს.

„დამთავრდა ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და ახლა ზუსტად ის დროა, როცა გაერთიანებული ოპოზიცია და „ძალა ერთობაშია“ რეალურად აჩვენებს ​საკუთარ სახეს და ძალას. აქ არის 11 პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს კონსენსუსით. ამ საკითხზე ყველა წევრის მოსაზრებას გიზიარებთ. თქვენ ვერც ერთ წევრს ვერ ნახავთ კოალიციაში, რომელსაც აქვს განსხვავებული მოსაზრება“, – აღნიშნა ვაშაძემ.

გუშინ, ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების აღიარებას არ აპირებს. სააკაშვილმა ხალხს მიმართა და მოუწოდა, დაუმორჩილებლობის მოძრაობას შეუერთდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]