„საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ქვეყანაში შედგა და სალომე ზურაბიშვილმა თითქმის 20%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა. კიდევ ერთხელ ვულოცავ მას ამ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე“, – განაცხადა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, არჩევნების პერიოდში იყო ექსცესები და პროვოკაციები, თუმცა ამას საბოლოო შედეგზე გავლენა არ ჰქონია.

მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ამ გამარჯვებასა და ქართველი ხალხის არჩევანს ჩრდილს ვერავინ მიაყენებს. არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია მარცხისთვის“, – განაცხადა ბახტაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, რომლის შედეგადაც მოქალაქეებმა 6 წლის ვადით ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტი აირჩიეს, 28 ნოემბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, რომელიც ყველა უბნის შედეგებს ეყრდნობა, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.52 % (1 147 627 ხმა) მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 40.48 % ( 780 633 ხმა).
გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს. როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, საქართველოში არა არჩევნები, არამედ ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კრიმინალური ფარსი ჩატარდა.