weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დღემდე დამარცხებულმა მხარემ არ სცნო გამარჯვება სალომე ზურაბიშვილისა – ილია II

17:11 პარასკევი, 30 ნოემბერი 2018

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი მიიღო. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, საპრეზიდენტო არჩევნებიც შეაფასეს.

„არჩევნების პერიოდი ცოტა რთულია ჩვენთან, რადგან ემოციური ხალხი ვართ. დღემდე დამარცხებულმა მხარემ არ სცნო გამარჯვება სალომე ზურაბიშვილისა“, – აღნიშნა ილია მეორემ.

საპატრიარქოს ინფორმაციით, როს უილსონმა განაცხადა, რომ აუცილებელია ყველა პარტიამ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს და გამარჯვებულის გამარჯვება აღიაროს.

„ჩემი პირადი შეხედულება გახლავთ, რომ საქართველომ უნდა გადალახოს ეს. დემოკრატია თავის თავში გულისხმობს როგორც გამარჯვებას, ასევე დამარცხებასაც და მე ვფიქრობ, რომ ბრძენმა ლიდერებმა, რომლებიც ზრუნავენ თავის ქვეყანაზე და ასევე ზრუნავენ თავისი პარტიის გრძელვადიან წარმატებაზე, უნდა აღიარონ ეს. მე ასევე ვურჩიე საქართველოს მთავრობასაც, რომ მათ უნდა გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რაც გასცა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მოახდინონ იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რაც არსებობდა.

რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია ყველამ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს და აღიარონ გამარჯვებულის გამარჯვება“, – განაცხადა როს უილსონმა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, რომლის შედეგადაც მოქალაქეებმა 6 წლის ვადით ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტი აირჩიეს, 28 ნოემბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, რომელიც ყველა უბნის შედეგებს ეყრდნობა, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.52 % (1 147 627 ხმა) მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 40.48 % ( 780 633 ხმა).

გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს. როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, საქართველოში არა არჩევნები, არამედ ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კრიმინალური ფარსი ჩატარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]