weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თაკო ჩარკვიანის თქმით, პოლიტიკურ ნიადაგზე მას და მის მეუღლეს თავს დაესხნენ

13:34 შაბათი, 01 დეკემბერი 2018

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ მხარდამჭერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ქუთაისის აეროპორტში, პოლიტიკურ ნიადაგზე მას და მის მეუღლეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბარში თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ თავდასხმა პოლიციელების თვალწინ მოხდა. ის სამართალდამცავებს უმოქმედობაში ადანაშაულებს.

„ხუთკაციანი ბანდა იყო. ერთი არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში. პოლიტიკურ ნიადაგზე - აეროპორტში რომ დაგვინახეს, გვეუბნებოდნენ: „თქვენ დატოვეთ ქალაქი“, „მიშა სააკაშვილი“, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს არის გაერთიანება, აქ სააკაშვილი შუაში არ არის და გირგვლიანის დროს არ მახსოვდა არავინ ჩემს გვერდით მათი სახეებიდან. არცერთს არაფერი არ ესმოდა. აგრესია ძირითადად ჩემზე და რა თქმა უნდა, უფრო ჩემს მეუღლეზე იყო.

აეროპორტში ჩვეულებრივი ცემა-ტყეპა იყო. არცერთი პოლიციელი არ განძრეულა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, მომხდარის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებს უკვე შეატყობინა.

„რეგინფო“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით დეტალებს არკვევენ. სამინისტროს კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

ამ თემაზე:

პოლიციამ თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტზე 4 პირი დააკავა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]