პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა 16:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლეში შედგება.
გიორგი მარგველაშვილმა 29 ნოემბერს განაცხადა, რომ მზად არის ითანამშრომლოს სალომე ზურაბიშვილთან როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების საკითხზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობაზე და დახმარებაზე.