weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ხელისუფლებას ბევრ სიურპრიზს მოვუმზადებთ“ - ვაშაძე რუსთავში ამომრჩეველს შეხვდა

14:37 სამშაბათი, 04 დეკემბერი 2018

გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძე რუსთავში ამომრჩეველს შეხვდა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, შეხვედრაზე საპროტესტო მოძრაობის გაგრძელებაზეც იმსჯელეს.

„რუსთავში ვიმყოფებით იმიტომ, რომ მადლობა ვუთხრათ ჩვენს მხარდამჭერებს, საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც არნახული გმირობა გამოიჩინეს და მიუხედავად შავი სამყაროსა და ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დაშინებისა, მეორე ტურში კიდევ გაგვამარჯვებინეს. ყველაზე დიდი ბედნიერება, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, ვინც ასეთი პროცესი გაიარა - ჩემთვის შეუჩვეველი, არის ამ ადამიანების ნდობა, სიყვარული და მხარდაჭერა. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი მონაპოვარი. მეორე ის, რომ ყველა ჩვენს მხარდამჭერს აინტერესებს, როგორ ვაგრძელებთ ჩვენს საპროტესტო მოძრაობას. ამაზე ვისაუბრეთ. ჩვენ ჩვენი მოსაზრებები გამოვთქვით და ხალხის ხმაც მოვისმინეთ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, პროტესტის გამოხატვის დროს ოპოზიცია საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ფარგლებში დარჩება.

„პროტესტს, რომელიც კანონით არის დაშვებული, აქვს ათასგვარი ფორმა. ძალიან საინტერესო სიურპრიზებს მოვუმზადებთ ამ ე.წ. ხელისუფლებას.

გარდა ამისა, გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს ემატება სხვა პარტიის ხმები და ამაში ძალიან მალე დარწმუნდებით. ჩვენ გვაქვს საქართველოს 800 000-ზე მეტი მოქალაქის ხმა. ამაზე მეტი ქმედითი ბერკეტი ბუნებაში არ არსებობს. ამ ხალისუფლებას ყველაზე მეტად ეშინია და უფრთხის საქართველოს მოქალაქეს და მის ხმას“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს, რისთვისაც, მათი აზრით, საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. 2 დეკემბერს, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას „პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად“ სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა, რისთვისაც ვადა 16 დეკემბრამდე მისცა. როგორც ვაშაძემ თქვა, სწორედ „ქართული ოცნების“ პასუხზე იქნება დამოკიდებული გაერთიანებული ოპოზიციის შემდეგი ნაბიჯები. 

 

ამ თემაზე:

გრიგოლ ვაშაძე რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვას გეგმავს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]