weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პრეზიდენტის ინაუგურაციის მასპინძლობის პატივი წილად ხვდათ კახელებს – ქუცნაშვილი

15:45 ოთხშაბათი, 05 დეკემბერი 2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ინაუგურაციის მასპინძლობის პატივი კახელებს ხვდათ წილად.

„საორგანიზაციო ჯგუფმა რატომ მიიღო გადაწყვეტილება თელავის, ისტორიული ქალაქის სასარგებლოდ, არ ვიცი, მაგრამ საქართველოს ყველა ქალაქისთვის პატივი იქნებოდა პრეზიდენტის ინაუგურაციის მასპინძლობა. ყველასთვის პატივი იქნებოდა და ეს პატივი წილად ხვდათ კახელებს“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე გაიმართება. როგორც ახალარჩეულმა პრეზიდენტმა თქვა, ინაუგურაციაზე მიიწვევენ უცხო ქვეყნების დელეგაციებს, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს. მისივე თქმით, ცერემონიას გიორგი მარგველაშვილიც დაესწრება.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, რომლის შედეგადაც მოქალაქეებმა 6 წლის ვადით ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტი აირჩიეს, 28 ნოემბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.52 % (1 147 701 ხმა) მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 40.48 % (780 680 ხმა). აღსანიშნავია, რომ თელავის საარჩევნო ოლქში ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]