weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა სირიასთან შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

15:54 ხუთშაბათი, 06 დეკემბერი 2018
ფოტოზე დმიტრი შამბა ფოტოზე დმიტრი შამბა

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა სირიასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. რუსული მედიის ცნობით, შეთანხმება ტრანსნაციონალურ დანაშაულთან და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში ერთობლივი ქმედებების განხორციელებას ითვალისწინებს.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელის დმიტრი შამბას განცხადებით, შეთანხმება ასევე გულისხმობს რიგ აქტუალურ საკითხებზე კონსულტაციებს, მეცნიერების, ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობას.

„გარდა ამისა, აფხაზეთი და სირია ჩამოყალიბდნენ, რომ არ გაწევრიანდებიან ისეთ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში, რომლის საქმიანობაც შესაძლოა ამ რესპუბლიკების ხალხის წინააღმდეგ იყოს მიმართული“, – განაცხადა შამბამ.

მისივე თქმით, შეთანხმებას იურიდიული ძალა 10 წლის განმავლობაში აქვს.

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-სადმა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი 2018 წლის 4 სექტემბერს, ხაჯიმბას სირიაში ვიზიტის ფარგლებში, მოაწერეს.

სირიის ხელისუფლებამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა მიმდინარე წლის 29 მაისს აღიარა. საპასუხოდ, საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის მხრიდან მანიპულირების შედეგად, ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები ამ ქმედებების საპასუხოდ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]