weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურა განიხილება

16:32 ხუთშაბათი, 06 დეკემბერი 2018

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი შესაძლოა ადვოკატი დიმიტრი გაბუნია გახდეს. გაბუნია ადასტურებს, რომ ამ თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილება.

დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობა ამ ეტაპზე დასაკომპლექტებელია.

„მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახალი გუნდის ფორმირებასთან დაკავშირებით. ვადასტურებ, რომ განვიხილები ერთ-ერთ კანდიდატად, თუმცა, გადაწყვეტილი არაფერი არ არის. მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები“, – განაცხადა გაბუნიამ.

თავად ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დიმიტრი გაბუნიას საკუთარი გუნდის წევრად განიხილავს, თუმცა გუნდის ფორმირება ჯერ დასრულებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ დიმიტრი გაბუნია იცავდა „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (Cida) ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს ზვიად დევდარიანს, რომელიც ქალებმა სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს.

„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ კანონის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი არის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. იგი უზრუნველყოფს პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას პარლამენტში და თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა კანონშემოქმედებით საქმიანობას. იგი ანგარიშვალდებულია პრეზიდენტის წინაშე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]