weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აფხაზეთმა სირიიდან დაახლოებით 800 რეპატრიანტი მიიღო

15:11 პარასკევი, 07 დეკემბერი 2018
ფოტოზე რაულ ხაჯიმბა ფოტოზე რაულ ხაჯიმბა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას განცხადებით, აფხაზეთმა სირიიდან დაახლოებით 800 რეპატრიანტი მიიღო. ამ საკითხზე ხაჯიმბამ რუსულ მედიასთან ისაუბრა.

„თავდაპირველად დაახლოებით 700-800 ადამიანი ჩამოვიდა ჩვენთან. ვცდილობდით მათი კეთილმოწყობის ამოცანების გადაჭრას და შესაძლებლობების შექმნას იმისთვის, რომ მათ ჩვენს პირობებთან ადაპტაცია შესძლებოდათ“, – განაცხადა ხაჯიმბამ.

დე ფაქტო პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ აფხაზეთში მცხოვრები სირიელების ნაწილი სწავლობს, ნაწილი კი სხვადასხვა სფეროშია დასაქმებული: „ასე თუ ისე, ისინი იქმნიან ცხოვრების შესაძლებლობებს და პირობებს აფხაზურ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის“.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 6 დეკემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა აფხაზეთსა და სირიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

სირიის ხელისუფლებამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა მიმდინარე წლის 29 მაისს აღიარა. საპასუხოდ, საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის მხრიდან მანიპულირების შედეგად, ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები ამ ქმედებების საპასუხოდ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]