weather cur horoscope tv
იანვარი 29, 2022

სირიაში სამხრეთ ოსეთის საელჩო მომავალ წელს გაიხსნება – მედოევი

18:55 სამშაბათი, 11 დეკემბერი 2018 hits 990

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა, რომ მომავალ წელს „სამხრეთ ოსეთი“ სირიაში საელჩოს გახსნის. ამ თემაზე მედოევმა ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„სირიის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარება ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა 2018 წელს რესპუბლიკის საერთაშორისო ცხოვრებაში. ჩვენ ამისკენ დიდხანს მივდიოდით, მოლაპარაკებებსა და კონსულტაციებს ვატარებდით.

კომუნიკეში მკაფიოდ არის გაწერილი, რომ მხარეები დიპლომატიურ ურთიერთობებს საელჩოების დონეზე განავითარებენ, ანუ სამხრეთ ოსეთის საელჩო გაიხსნება სირიაში, ხოლო სირიის საელჩო სამხრეთ ოსეთში.

ამ მიმართულებით ყოველ დღე ვმუშაობთ. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს სირიაში ჩვენი საელჩო გაიხსნება“, – განაცხადა დიმიტრი მედოევმა.

მისივე თქმით, ე.წ. საელჩოს გახნის საკითხის გადაწყვეტას ხელს სირიაში მიმდინარე საომარი მოქმედებები უშლის.

სირიის ხელისუფლებამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა მიმდინარე წლის 29 მაისს აღიარა. საპასუხოდ, საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის მხრიდან მანიპულირების შედეგად, ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები ამ ქმედებების საპასუხოდ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]