weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

18:20 ხუთშაბათი, 13 დეკემბერი 2018

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით დაკავებული თემურ აბაზოვი, წინასწარი პატიმრობიდან 10 ათასი ლარის ოდენობით, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აბაზოვის გათავისუფლების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია მისმა მეგობარმა, დათო გუსეინოვმა გაავრცელა. 

თემურ აბაზოვის და მასთან ერთად ბრალდებული სამი პირის საქმის არსებითი განხილვა რუსთავის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთინო ლუაშვილმა მიიღო.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, 37 წლის თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავა. საქმის მასალების მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ელჩინ ა.-ს, რომელმაც 10 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე თემურ აბაზოვის და ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა, მარნეულში დაბრუნების შემდეგ, საჯარო ბოდიში მოახდევინეს, ცემეს და სახე საკუთარი შარდით მოაბანინეს.

თემურ აბაზოვს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას ედავებოდა. აღნიშნული მუხლი გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 14 ივნისს, თემურ აბაზოვს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აბაზოვთან ერთად ელჩინ ა-ს საქმეზე კიდევ სამი პირია ბრალდებული: პარლამენტის წევრი პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“, აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტია „ქართული ოცნებიდან“, რამინ ალახვერდიევი და აბაზოვის ნათესავი ილხამ გულიევი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]