weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ნიკოლა სარკოზიც დაესწრება

14:29 პარასკევი, 14 დეკემბერი 2018

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას, რომელიც 16 დეკემბერს ქალაქ თელავში გაიმართება, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც დაესწრება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ განაცხადა, ინაუგურაციაზე დამსწრე უცხოელი პარტნიორების სია ბოლომდე დასრულებული არ არის.

„დღევანდელი მონაცემებით, ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრებიან სომხეთის პრეზიდენტი, საფრანგეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სოციალურ საკითხთა ყოფილი მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სპიკერი, სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი, ლიეტუვას სეიმის პრეზიდენტი, პოლონეთის სენატის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი, მოლდოვას ვიცე-პრემიერი, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი, გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილების და გარემოს მინისტრი, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სუამის გენერალური მდივანი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამერიკიდან სტუმრად გვეყოლება USAID-ის წარმომადგენელი და ასევე წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი“, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

მისივე თქმით, მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საკმაოდ მაღალი წარმომადგენლობა მიუთითებს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საერთაშორისო თანამეგობრობაში. ინაუგურაციაზე ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები, ვიზიტის ფარგლებში გამართავენ ორმხრივ შეხვედრებს როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ისე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე გაიმართება. ცერემონიის პარალელურად თელავში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]