weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რას მოვიმოქმედებთ? დავამთავრებთ ამ ხელისუფლებას – გიორგი ვაშაძე

14:07 კვირა, 16 დეკემბერი 2018

„ის, რაც აქ ხდება, არის უკანონობა და დანაშაული. რას მოვიმოქმედებთ? – მოვიმოქმედებთ იმას, რომ დავამთავრებთ ამ ხელისუფლებას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ველისციხეში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებსა და მხარდამჭერებს თელავისკენ გზა გადაუკეტა.

გიორგი ვაშაძის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება შსს-ს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ თელავისკენ გადასაადგილებლად ალტერნატიული გზა შესთავაზეს.

„ეს არის ტყუილი. მეორე, რომ არანაირი უფლება არ აქვთ შეგვიზღუდონ ის, რომ მანქანით გადავაადგილდეთ ამ გზაზე. ჩვენ დავემორჩილეთ მათ ერთ მოთხოვნას, რომ გომბორით არ წავსულიყავით და წამოვედით აქეთ. 

ყველანაირად ვიყავით განწყობილი, რომ მშვიდობიანად ჩავსულიყავით თელავში. რა გააკეთეს - ბარიკადები აღგვიმართეს, ავტობუსებით და საპატრულო პოლიციის მანქანებით ჩაგვიხერგეს გზა. 

არავინ არ გაუფრთხილებიათ ამასთან დაკავშირებით და არც ჰქონდათ ამის უფლება. რა უფლება აქვთ შეგვიზღუდონ გადაადგილება გურჯაანის რაიონში, თელავშიც არ მივსულვართ ჯერ. პირდაპირ მოდიან პროვოკაციაზე. ჩვენც ვუპასუხებთ შესაბამისად - ამ მანქანებსაც გავწევთ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]