გახარიას თქმით, თელავში დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები ინაუგურაციის ჩაშლას გეგმავდნენ.
„საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს ჰქონდათ ყველანაირი საშუალება კომფორტული, ჩვენ მათ შევთავაზეთ ავტობუსებით გადმოყვანა და მათი სურვილი იყო ავტომობილებით ბლოკირება თელავის ცენტრის და ინაუგურაციის ჩაშლა. როგორც ჩანს, ეს გეგმა ჰქონდათ მათ, რაც ვერ განახორციელეს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ ინაუგურაციის დასრულების შემდეგ.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღეს განცხადებით გამოეხმაურა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში შექმნილ ვითარებას, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებსა და მხარდამჭერებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თელავისკენ მიმავალი გზა ჩაუკეტა. ლომჯარიამ შსს-ს მოუწოდა, მომიტინგეებისთვის თავისუფლად გადაადგილების და თელავში მანიფესტაციის გამართვის საშუალება მიეცა.
„ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით“, – განაცხადა ლომჯარიამ.