weather cur horoscope tv
ოქტომბერი 10, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

16:47 ხუთშაბათი, 22 ივნისი 2017

საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. პროექტს 115-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „პატრიოტთა ალიანსსა“ და „ევროპულ საქართველოს“. ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო განხილვებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

„მადლობას გიხდით ერთსულოვნებისთვის და ნამდვილად ისტორიული დოკუმენტის მხარდაჭერისთვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები არა პროპორციული, არამედ კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება. უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წლის არჩევნებისთვის მოხდება. ამასთან, 2020 წლის არჩევნებისთვის ბარიერი ერთჯერადად 3%-მდე შემცირდება.

კონსტიტუციის ახალი რედაქცია ითვალისწინებს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღებასაც.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი. ოპოზიციური პარტიების გარდა საპარლამენტო განხილვებს ბოიკოტი გამოუცხადა 14-მა არასამთავრობო ორგანიზაციამაც. მათ მიაჩნით, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ თუ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეინარჩუნოს შერეული საარჩევნო სისტემა - აისახება კონსტიტუციაში, განხორციელებული ცვლილებები იქნება არა კონსენსუსის საგანი, არამედ ერთი პარტიის მიერ დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილების შედეგი.

 

ამ თემაზე:

რა ცვლილებები შედის საქართველოს კონსტიტუციაში

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]