„სასაცილოა, მათი განცხადებები. ეს არის გაკოტრებული პოლიტიკური პარტია. საზოგადოებამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ისინი გაუშვა, გაისროლა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე. მათი დესტრუქციული ქმედებები სიახლე არ არის საზოგადოებისთვის. ჩვენ მთელი არჩევნების განმავლობაში, არჩევნებამდე და ახლაც ვისმენდით და ვისმენთ, რომ სურვილი აქვთ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია, დაპირისპირება საუბრობდნენ დამხობაზე...
სახელმწიფოს და სახელმწიფო სტრუქტურებს შეეშვან და თავი დაანებონ თორემ, ყველას, ვინც კანონის წინააღმდეგ წავა, მოუწევს პასუხისგება“, – თქვა კალაძემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გრიგოლ ვაშაძემ გუშინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, სადაც პოლიციამ ოპოზიციას გზა ჩაუხერგა და თელავისკენ გადაადგილება შეუზღუდა, თქვა, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას „კანონიერი გზით“ დაამხობს.