weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შსს-მ „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

10:08 სამშაბათი, 18 დეკემბერი 2018

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. კადრები ასახავს 16 დეკემბერს, ველისციხეში, როგორ ასხურებს უცნობი პირი დაუდგენელ ნივთიერებას საპროტესტო კოლონის ერთ-ერთ მანქანაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

„ჩატარდება ვიდეომასალაში დაფიქსირებული პირის დადგენისთვის საჭირო საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე დაბარებული იქნებიან დაზარალებულები და სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვის მიზნით თელავისკენ მიმავალ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებსა და მხარდამჭერებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესთან გზა ავტობუსებით ჩაუხერგა და გავლის საშუალება არ მისცა, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ძალადობრივი ქმედებებით, მძიმედ დაშავდა 10-ზე მეტი პოლიციელი, ასევე დაზიანდა შსს-ს კუთვნილი ტექნიკა, რომლის ღირებულება ათიათასობით ლარს აღწევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]