weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მყარდება დიქტატურა, რომლის მიზანია პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება – ვაშაძე

13:03 სამშაბათი, 18 დეკემბერი 2018

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, დავით კირკიტაძის დაკავების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის სხვა ლიდერებიც დააკავოს.

გაერთიანებულ ოპოზიცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება, რომლებსაც მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას მიაწოდებენ. ოპოზიცია დიპლომატიური კორპუსისგან რეაგირებას ითხოვს.

„ქვეყანაში მყარდება ოლიგარქიული დიქტატურა, რომლის მიზანია, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება.

როგორც ჩანს ის პროვოკაცია, რაც მათ ველისციხეში მოგვიწყვეს, გათვლილი იყო იმაზე, რომ როგორმე საკუთარი თავისთვის შეექმნათ სამართლებრივი საფუძველი, რომ ციხეში ჩასვან ხალხი.

დღეს ჩვენ სხვადასხვა ინფორმაციებს ვიღებთ. როგორც ჩანს, შსს-ში კიდევ უფრო მეტ საქმეს ამზადებენ სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ყველა მტკიცებულებას ვაცნობთ დიპლომატიურ კორპუსს და ვითხოვთ მათგან მკვეთრ რეაგირებას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან.

დავით კირკიტაძე სამართალდამცავებმა 17 დეკემბერს, საგარეჯოში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, კირკიტაძე 16 დეკემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]