weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მნიშვნელოვანია, რომ გამოხატვის უფლებით სარგებლობა იყოს მშვიდობიანი – კარლ ჰარცელი

16:48 სამშაბათი, 18 დეკემბერი 2018

„მნიშვნელოვანია, რომ გამოხატვის უფლება დაცული იყოს და ამავდროულად, გამოხატვის უფლებით სარგებლობა იყოს მშვიდობიანი. ეს არის ის, რასაც მომავალში ორივე მხარისგან ველოდებით“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ორი დღის წინ, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის კახეთში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით.

ევროკავშირის ელჩმა მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

„ადრეც განვაცხადე, რომ ჩვენი სურვილია, შეიკრიბოს ორივე მხარე და დაიწყონ მოძიება თუ რა გაკვეთილი ისწავლეს საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამომდინარე. ასევე, მნიშვნელოვანია გამოვლენილი ხარვეზებიც მოგვარდეს. ევროკავშირი აქ არის იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ამ პროცესს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოვლენები მომავალში სწორედ ასე განვითარდება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვის მიზნით თელავისკენ მიმავალ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებსა და მხარდამჭერებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესთან გზა ავტობუსებით ჩაუხერგა და გავლის საშუალება არ მისცა, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ძალადობრივი ქმედებებით, მძიმედ დაშავდა 10-ზე მეტი პოლიციელი, ასევე დაზიანდა შსს-ს კუთვნილი ტექნიკა, რომლის ღირებულება ათიათასობით ლარს აღწევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]