weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სალომე სამადაშვილი კომიტეტში იყო უსაქმური და კანონების არმცოდნე – ეკა ბესელია

11:16 ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018

სალომე სამადაშვილი როგორც ელჩი იყო ქვეყნისთვის საზიანო და უმაქნისი, როგორც იურიდიული კომიტეტის წევრი უსაქმური და კანონების არმცოდნე, განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის შესახებ.

ეკა ბესელიას განცხადებით, სამადაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომებზე ყველაზე მეტი გაცდენა აქვს და მას „არ წაუკითხავს არცერთი კანონპროექტი, რაც პარლამენტში იხილება“.

სალომე სამადაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის წევრებსა და ეკა ბესელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, კახეთში მომხდარ დაპირისპირებასა და დავით კირკიტაძის დაკავებაზე საუბარი სცადა, რისი უფლებაც ეკა ბესელიამ არ მისცა. ბესელიას თქმით, კახიძის მიერ დაყენებული საკითხი დღის წესრიგით არ იყო გათვალისწინებული.

სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ იურიდიულ კომიტეტში ოპოზიციას საქმიანობის შესაძლებლობა არ ეძლევა და მის შემადგენლობაში დარჩენას აზრი არ აქვს.


Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]