ეკა ბესელიას განცხადებით, სამადაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომებზე ყველაზე მეტი გაცდენა აქვს და მას „არ წაუკითხავს არცერთი კანონპროექტი, რაც პარლამენტში იხილება“.
სალომე სამადაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის წევრებსა და ეკა ბესელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, კახეთში მომხდარ დაპირისპირებასა და დავით კირკიტაძის დაკავებაზე საუბარი სცადა, რისი უფლებაც ეკა ბესელიამ არ მისცა. ბესელიას თქმით, კახიძის მიერ დაყენებული საკითხი დღის წესრიგით არ იყო გათვალისწინებული.
სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ იურიდიულ კომიტეტში ოპოზიციას საქმიანობის შესაძლებლობა არ ეძლევა და მის შემადგენლობაში დარჩენას აზრი არ აქვს.