როგორც უდუმაშვილმა თქვა, ოპოზიციას იმედი აქვს, რომ დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას მოსამართლე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„იმ სასამართლოს მიმართ, რომელიც ივანიშვილის პირად ნოტარიუსად არის ქცეული, ჩვენ პოზიტიური განწყობები არ გვაქვს. თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო იმედი გვაქვს მოსამართლის პირადი გადაწყვეტილების, რამდენად ვაჟკაცი იქნება მოსამართლე და რამდენად შეძლებს, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
სამართალდამცავებმა დავით კირკიტაძე ველისციხეში აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
დავით კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და პროტესტის ნიშნად შიმშილობას აგრძელებს.
კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე გურჯაანის რაიონული სასამართლო იმსჯელებს. სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები არიან შეკრებილი და კირკიტაძის ათავისუფლებას ითხოვენ.