weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დღეს თუ ვინმე უნდა იჯდეს საბრალდებო სკამზე, კირკიტაძე კი არა, გახარიაა – უდუმაშვილი

17:51 ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018
ფოტო: RFE /RF ფოტო: RFE /RF

„დღეს ვინმე თუ უნდა იჯდეს საბრალდებო სკამზე, ეს დავით კირკიტაძე კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს იმ პროვოკაციის მთავარი ორგანიზატორი, ბატონი გიორგი გახარია, რომელმაც დაგეგმა პროვოკაცია აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ და ჩახერგა ველისციხეში გზა. ის არის ამ დღის მთავარი ორგანიზატორი და მთავარი პროვოკატორი“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა თანაპარტიელის დაკავებასთან დაკავშირებით.

როგორც უდუმაშვილმა თქვა, ოპოზიციას იმედი აქვს, რომ დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას მოსამართლე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„იმ სასამართლოს მიმართ, რომელიც ივანიშვილის პირად ნოტარიუსად არის ქცეული, ჩვენ პოზიტიური განწყობები არ გვაქვს. თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო იმედი გვაქვს მოსამართლის პირადი გადაწყვეტილების, რამდენად ვაჟკაცი იქნება მოსამართლე და რამდენად შეძლებს, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

სამართალდამცავებმა დავით კირკიტაძე ველისციხეში აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

დავით კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და პროტესტის ნიშნად შიმშილობას აგრძელებს.

კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე გურჯაანის რაიონული სასამართლო იმსჯელებს. სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები არიან შეკრებილი და კირკიტაძის ათავისუფლებას ითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]