მამუკა ბახტაძემ 2018 წლის მთავრობის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, რა დროსაც ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებაზეც ისაუბრა.
„სიღარიბის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ წყაროდ იქცა 2007 წელს მიღებული სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რითაც დაიწყო ჭარბვალიანობის პრობლემა საქართველოში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემა რომელსაც შევეჩეხეთ.
იმ წესებით, რომლებიც ჩვენ დავნერგეთ, მომავალში გამოირიცხა, რომ საქართველოს მოქალაქე როდესმე ესე არასამართლიანად აღმოჩნდეს ე.წ. შავ სიაში.
მაგრამ რა გვექნა წარსულისთვის? 600 ათას ადამიანზე მეტი იყო „შავ სიაში“. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სამუშაო ძალის თითქმის 1/3 აღმოჩნდა ნორმალური, ცივილიზებული სოციალური თუ ეკონომიკური ცხოვრების მიღმა. ვერცერთი ეკონომიკური რეფორმა ვერ გადაფარავდა ამ უდიდეს გამოწვევას და ძალიან დიდ მინუსს. ამ ნაწილში მივიღეთ ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება და დავიწყეთ უპრეცედენტო პროექტი - ერთჯერადი სოლიდარობის აქტი, რომლის წყლობითაც 2019 წლის პირველ იანვარს ჩვენ 600 ათასი მოქალაქე, 600 ათასი ოჯახი შეხვდება ვალის გარეშე. რომ არა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერა, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა ამ პროექტის რეალიზაცია“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ჭარბვალიანობის თვალსაზრისით გამოწვევები რჩება და მთავრობა აგრძელებს მუშაობას მსგავსი პრობლემების დროულად მოსაგვარებლად.
ამ თემაზე:
Vali.ge – ვებგვერდი სადაც სესხების განულებაზე მოქალაქეთა მონაცემები აიტვირთება