weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ე.წ. შავი სიიდან უკვე 580 ათასზე მეტი ადამიანია ამოღებული – მამუკა ბახტაძე

14:28 ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2018

დღევანდელი დღისთვის უკვე თითქმის 580 ათასზე მეტი ადამიანია ამოღებული ე.წ. შავი სიიდან და როგორც შევპირდით საზოგადოებას, 600 ათასი ქართული ოჯახი ვალების გარეშე შეხვდება ახალ წელს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სესხების განულების პროგრამასთან დაკავშირებით.

მამუკა ბახტაძემ 2018 წლის მთავრობის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, რა დროსაც ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებაზეც ისაუბრა.

„სიღარიბის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ წყაროდ იქცა 2007 წელს მიღებული სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რითაც დაიწყო ჭარბვალიანობის პრობლემა საქართველოში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემა რომელსაც შევეჩეხეთ.

იმ წესებით, რომლებიც ჩვენ დავნერგეთ, მომავალში გამოირიცხა, რომ საქართველოს მოქალაქე როდესმე ესე არასამართლიანად აღმოჩნდეს ე.წ. შავ სიაში.

მაგრამ რა გვექნა წარსულისთვის? 600 ათას ადამიანზე მეტი იყო „შავ სიაში“. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სამუშაო ძალის თითქმის 1/3 აღმოჩნდა ნორმალური, ცივილიზებული სოციალური თუ ეკონომიკური ცხოვრების მიღმა. ვერცერთი ეკონომიკური რეფორმა ვერ გადაფარავდა ამ უდიდეს  გამოწვევას და ძალიან დიდ მინუსს. ამ ნაწილში მივიღეთ ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება და დავიწყეთ უპრეცედენტო პროექტი  - ერთჯერადი სოლიდარობის აქტი, რომლის წყლობითაც 2019 წლის პირველ იანვარს ჩვენ 600 ათასი მოქალაქე, 600 ათასი ოჯახი შეხვდება ვალის გარეშე. რომ არა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერა, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა ამ პროექტის რეალიზაცია“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ჭარბვალიანობის თვალსაზრისით გამოწვევები რჩება და მთავრობა აგრძელებს მუშაობას მსგავსი პრობლემების დროულად მოსაგვარებლად.

 

ამ თემაზე:

Vali.ge – ვებგვერდი სადაც სესხების განულებაზე მოქალაქეთა მონაცემები აიტვირთება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]