weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზაზა ოქუაშვილს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობა აღარ სურს

17:47 ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2018

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოს განცხადებით მიმართა და საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მოითხოვა. განცხადებაში, რომელიც 20 დეკემბრით თარიღდება, ამ გადაწყვეტილების მიზეზი დასახელებული არ არის.

„ზაზა ოქუაშვილის განცხადება დარეგისტრირდა უმაღლესი საბჭოს კანცელარიაში. არაუგვიანეს 15 დღეში, მასზე სახელმწიფო და იურიდიული კომისია იმსჯელებს. კომისიამ გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს 7 დღეზე ადრე, რადგან დეპუტატს განცხადების გაწვევის უფლება აქვს. კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, სავარაუდოდ, რიგგარეშე სესიაზე დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს კენჭს ვუყრით“, – განმარტავს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ორი დღის წინ დავით გაბაიძე აცხადებდა, რომ სხდომებზე გამოუცხადებლობის გამო ზაზა ოქუაშვილისთვის შესაძლოა უფლებამოსილება შეეჩერებინათ.

ზაზა ოქუაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მის ბიზნესზე ზეწოლასა და ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 2016 წელს, „პატრიოტთა ალიანსის“ კვოტით გახდა. მას შემდეგ ის სულ რამდენიმე სხდომას დაესწრო. ოქუაშვილი ორი წლის განმავლობაში, ყოველთვიური ანაზღაურების სახით 3900 ლარს იღებდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]