weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გამსახურდიას საქმის გამოძიების ხანდაზმულობა შესაძლოა 5 წლით გაგრძელდეს

16:41 პარასკევი, 21 დეკემბერი 2018

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა, რომელიც 31 დეკემბერს იწურება, შესაძლოა 5 წლით გაიზარდოს.

ეკა ბესელია გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც დღეს საკანონმდებლო ორგანოს მიმართა, გაითვალისწინოს გამსახურდიას ოჯახის წევრების და მისი თხოვნა ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

„მიმაჩნია, რომ ეს იყო სწორი აქცენტი. ამიტომ, მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტს და მხარი დავუჭირო ამ ინიციატივაში.

ვფიქრობ, რომ შესაძლებელია სამართლებრივი გზით, ხანდაზმულობის ვადა გავზარდოთ 5 წლით. შესაძლებელი იქნება, რომ ამ საქმეზე გამოძიება არ შეწყდეს ხანდაზმულობის მოტივით.

მე ვფიქრობ, ეს სამართლებრივი გზა არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანით და მე პირადად მზად ვარ, დავიწყო მუშაობა ამ ცვლილებაზე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ზვიად გამსახურდიას შვილები კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები მამის მკვლელობის საქმის გამოძიების და დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით მთავარ პროკურატურაში 14 დეკემბრიდან შიმშილობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]